left_sabechdi

გოგა ხაინდრავა: საბაბი იპოვა ორმა მევახშემ ჯაფარიძე-ხაზარაძემ! კანონი ბავშვების ჯანმრთელობასთან რა კავშირშია?!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ იქსის საკუთარ გვერდზე წერს:

„ონში „ფეა თრიიზის” მიერ გამჭვირვალობის კანონის მომიზეზებით შეჩერებული ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის პროექტს სრულად ონის მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს. საბაბი იპოვა ორმა მევახშემ – ჯაფარიძე-ხაზარაძემ! კანონი ბავშვების ჯანმრთელობასთან რა კავშირშია?!“

ერთ-ერთ მედია საშუალებაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფონდი „ფეა თრიიზი“ ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს აჩერებს. მიზეზად კი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას ასახელებენ.

„28 მაისს, საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული გადაწყვეტილება უკვე უარყოფითად აისახა ჩვენი ფონდის მუშაობაზე და იძულებული ვართ შევწყვიტოთ 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ ფონდში.

აღსანიშნავია, რომ ფონდი „ფეა თრიიზის” ბორდის წევრია პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომელმაც ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტი გააჩერა.

https://x.com/KhaindravaGoga/status/1796078868601663912?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1796078868601663912%7Ctwgr%5E2515b6297fc74d69ec9652eb2d32d17cade9d1a0%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fimedinews.ge%2Fge%2Fsazogadoeba%2F340099%2Fgoga-khaindrava-sababi-ipova-orma-mevakhshem-japaridzekhazaradzem-kanoni-bavshvebis-janmrtelobastan-ra-kavshirshia

ასევე იხილეთ