left_sabechdi

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2022 წლის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში მოისმინეს.

 ანგარიში აუდიტის ჯგუფს  საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა  გიორგი კეკელიშვილმა წარუდგინა. მანვე ისაუბრა იმ მიგნებებზე, რომელიც საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლისას გამოვლინდა.

მიგნებები ეხება: ბუნებრივი გაზის ხარისხის არასრულყოფილ მონიტორინგს, მრიცხველების  არასრულყოფილ მონიტორინგს, არამართლზომიერად გაწეულ ტრანსპორტირების ხარჯებს, გაზის ტრანსპორტირების პროცესის ნაკლოვანებებს, ხელშეკრულებით დასაქმებულთა მართვის ნაკლოვანებებს, იჯარის ხელშეკრულების მართვის ნაკლოვანებებს, კომპანიის ინვესტიციების მართვის ხარვეზსა და ინვენტარიზაციის მართვის ნაკლოვანებებს.

„8 მიგნების საფუძველზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიმართ გაცემულია 8 რეკომენდაცია“, – განაცხადა გიორგი კეკელიშვილმა.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დავით ტაბატაძემ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია თითოეული პუნქტის მიხედვით გააცნო აუდიტის ჯგუფს. მისი თქმით,  6 რეკომენდაცია  კომპანიას შესრულებული აქვს, ორი რეკომენდაციის  შესასრულებლად  კი კომპანია მუშაობას აგრძელებს.

ასევე იხილეთ