left_sabechdi

თამთა მეგრელიშვილი: ტიპიური ოსტაპ ბენდერია, მერე რა რომ წიგნები აქვს წაკითხული

„მოკლედ, შევარდნაძის ჩამოყვანაში, ვარდების რევოლუციაში, შევარდნაძის დამხობაში და მიშას მოყვანაში მიიღო მონაწილეობა. მიშას მოყვანაში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ მიშას წინააღმდეგ ბიძინასთან მივიდა და ამბობდა, ვინც ნაცებს ხმას მისცემს, არის და მომავალშიც იქნება ჯალათიო. ნაცები ჯალათები არიანო, კი თქვა, მაგრამ ნაცებთან მივიდა კოალიციაში ბიძინას წინააღმდეგ. ბოლოს აღმოჩნდა, თურმე ჯერ კიდევ კომუნისტებს დაუხვრეტიათ შლაქსების შეკერვის მცდელობისთვის. ტიპიური ოსტაპ ბენდერია, მერე რა რომ წიგნები აქვს წაკითხული”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, ლევან ბერძენიშვილი ტიპიური ოსტაპ ბენდერია, მიუხედავად იმისა, რომ წიგნები აქვს წაკითხული.

„კომუნისტების დროს დისიდენტობისთვის იჯდა, მერე დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებას აუჯანყდა და რუსეთიდან შევარდნაძის ჩამოსვლას შეუწყო ხელი.

შევარდნაძის დროს გადაცემა გააკეთა „ მე მჯერა“, რომლის კონტექსტი ის იყო, რომ მართალია ბევრი ნაკლოვანებაა, მაგრამ შევარდნაძე შეძლებს და გამოასწორებს, მისი მჯერაო, მიუხედავად იმისა, რომ არ სჯერა საქართველოსთვის ასეულობით ბრძოლაგადახდილი ერეკლე მეფის.

მოკლედ, შევარდნაძის ჩამოყვანაში, ვარდების რევოლუციაში, შევარდნაძის დამხობაში და მიშას მოყვანაში მიიღო მონაწილეობა.

მიშას მოყვანაში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ მიშას წინააღმდეგ ბიძინასთან მივიდა და ამბობდა, ვინც ნაცებს ხმას მისცემს, არის და მომავალშიც იქნება ჯალათიო.

ნაცები ჯალათები არიანო, კი თქვა, მაგრამ ნაცებთან მივიდა კოალიციაში ბიძინას წინააღმდეგ.

ბოლოს აღმოჩნდა, თურმე ჯერ კიდევ კომუნისტებს დაუხვრეტიათ შლაქსების შეკერვის მცდელობისთვის.

ტიპიური ოსტაპ ბენდერია, მერე რა რომ წიგნები აქვს წაკითხული”, – წერს მეგრელიშვილი.

ასევე იხილეთ