left_sabechdi

ნინო წილოსანი: ახლა ვნახავთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და იმ პროექტებს, რომლებიც ატარებდნენ პოლიტიკურ მიზნობრიობას და პოლიტიკურ ინტერესს

„გამჭვირვალობის კანონის მიღება მის სრულ ამოქმედებამდეც მოქმედებს”, – ასე აფასებს ნინო წილოსანი ორგანიზაცია „ფეა თრიიზის“ გადაწყვეტილებას. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ ახლა გამოაშკარავდება ის ორგანიზაციები, რომელთა პროექტების პოლიტიკურად არის მოტივირებული.

„ფაქტობრივად ახლა ვნახავთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და იმ პროექტებს, რომლებიც ატარებდნენ პოლიტიკურ მიზნობრიობას და პოლიტიკურ ინტერესს. ონიც მუნიციპალიტეტი თავად აწესრიგებდა ინფრასტრუქტურას და სრულად უზრუნველყოფდა იმას, რომ შემდგომში უბრალოს სერვისი განეხორციელებინა ამ ორგანიზაციას“, – აცხადებს წილოსანი.

ერთ-ერთ მედია საშუალებაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფონდი „ფეა თრიიზი“ ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს აჩერებს. მიზეზად კი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას ასახელებენ.

„28 მაისს, საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული გადაწყვეტილება უკვე უარყოფითად აისახა ჩვენი ფონდის მუშაობაზე და იძულებული ვართ შევწყვიტოთ 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ ფონდში.

აღსანიშნავია, რომ ფონდი „ფეა თრიიზის” ბორდის წევრია პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომელმაც ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტი გააჩერა.
ნაცები ჯალათები არიანო, კი თქვა, მაგრამ ნაცებთან მივიდა კოალიციაში ბიძინას წინააღმდეგ.

ასევე იხილეთ