left_sabechdi

პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტთა პაკეტი მიიღო

 პარლამენტმა მესამე მოსმენით, 75 ხმით  „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი მიიღო.

პროექტის თანახმად, კანონით განსაზღვრული ანაზღაურებად სტაჟიორთა რიცხოვნობა, რომელიც საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, იცვლება 20%-ით.

„საკანონმდებლო პაკეტი ეხება სტაჟირების წესის კიდევ უფრო განვრცობას, ის რაც ჩვენ 2022-2023 წლებში შესაბამისი ცვლილებებით დავამტკიცეთ“, – განაცხადა პროექტის წარდგენისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.

ასევე იხილეთ