left_sabechdi

კასპში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

“ქალაქ კასპში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა”,- ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.
“კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კასპში ვარძიის ქუჩაზე ასფალტბეტონის საფარის დაგების სამუშაო პროცესს გაეცნენ.
700 გრძივი მეტრი ქუჩის რეაბილიტაციას შპს „ქცია“ ახორციელებს, რომელზეც ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა. პროექტის დასრულების შემდეგ ვარძიის ქუჩის მოსახლეობა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ