left_sabechdi

ეკა სეფაშვილი: მსოფლიო კონფლიქტების ფონზე, უცებ წამყვანმა სახელმწიფოებმა მოიცალეს – დღე და ღამე ჯავრობენ, რა კანონს მიიღებს საქართველო და გიგაურის და ლომჯარიას დეკლარაციები შევსებული იქნება თუ არა

პარტია „ხალხის ძალის“  საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გაჟღერებულ შეფასებებს პასუხობს. ეკა სეფაშვილის თქმით, მსოფლიოს ეკონომიკური გიგანტი – ჩინეთი საქართველოს სახელმწიფოს ნდობას უცხადებს და ამით ამბობს, რომ ის არის დაინტერესებული ქვეყანაში იყოს მშვიდობა. დეპუტატი საერთაშორისო გამოხმაურებებსაც პასუხობს და განმარტავს ვის, რა, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ინტერესები აქვს საქართველოში და რისთვის არის საჭირო შანტაჟი. ეკა სეფაშვილის თქმით, ანაკლიის პორტი, როგორც ეკონომიკური პროექტი, არის განაცხადი იმის, რომ საქართველო ყოველთვის დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესს.
„ეს არის პირდაპირ იმის განცხადება, რომ მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მოთამაშე, თან პოტენციურად მზარდი – ანუ ჩინეთი, რომლის ეკონომიკის პოტენციალი იმდენად დიდია, რომ პლანეტის ყველაზე დიდ ეკონომიკას – ამერიკასაც კი უჩნდება შიშები მასთან დაკავშირებით, ეს ეკონომიკური  გიგანტი ამბობს, რომ მე ვარ დაინტერესებული, ჩემმა ტვირთებმა საქართველოს გავლით იაროს და ისე შევიდეს ევროპაში. წარმოიდგინეთ, რა დატვირთვა ენიჭება საქართველოს. ეს, ის კი არ არის, რომ გეოგრაფიულად აქ ტრაილერი შემოვა და გავა, არა, ეს ნიშნავს, რომ ჩინეთი ამბობს – მე ვენდობი საქართველოს სახელმწიფოს, რომ ეს ყველაფერი იქნება დაცულად, სტაბილურად, უსაფრთხოდ  და მე ვარ დაინტერესებული, რომ საქართველოში, რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. 
ეს მშვიდობა და სტაბილურობა, ნებისმიერ შემთხვევაში, არის ყველა ეკონომიკური პრობლემების წარმატების საწინდარი. ეკონომიკა და პოლიტიკა ურთიერთდაკავშირებული, გადაჯაჭვული ცნებებია. გაუგებარია, ეკონომიკური ინტერესები იწვევს პოლიტიკურ ინტერესებს თუ პირიქით. შემდგომში, ამ ეკონომიკურ ინტერესს მოაქვს მშვიდობა და სტაბილურობა. თავის მხრივ, ეკონომიკის, სტაბილურობის თვალსაზრისით, ევროკავშირიც პრაგმატულად არის დაინტერესებული ამ გზით. 
ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკოსების სხვადასხვა გამოსვლები, მაგრამ ევროკავშირი რისთვის შეიქმნა? ევროკავშირი თავდაპირველად შეიქმნა, როგორც ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც  მომართული იყო, რომ ეკონომიკურ ინტერესებს არ გამოეწვია კონტინენტზე ომი. სწორედ ამიტომ გაფორმდა  6 თავდაპირველ სახელმწიფოს შორის ეს პოლიტიკური შეთანხმება. წარმოიდგინეთ, პოლიტიკოსები ბორელი, ფონ დერ ლაიენი და ა.შ რაღაცებს აცხადებენ, მაგრამ მათი ინტერესების საფუძველი არის ეკონომიკა. სწორედ ამ ეკონომიკურ ინტერესში, საქართველოს ცენტრალური როლი აქვს და თან ამ წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ არის საიმედო. რა თქმა უნდა, ისინი ყოველმხრივ შეეცადნენ დაეშანტაჟებინათ საქართველო, ეხილათ დაჩოქებული, მათი ღირებულებების მიმდევარი [ლგბტ პროპაგანდა], იმ დავალებების უსიტყვო შემსრულებელი, როგორიც არის მაგალითად ვეტინგის სისტემის დანერგვა და ა.შ. რატომ ურჩევნიათ ასე? რა თქმა უნდა, დაშანტაჟებული თუ იქნები, უფრო ადვილი ხარ სამართავად და უფრო მეტს მოგთხოვენ, შენი ქვეყნისათვის წამგებიან ეკონომიკურ პირობებზე დაგითანხმებენ.
ეს, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ეკონომიკის და ბიზნესის წესია. საქართველომ ამ ყველაფერს გაუძლო, მარტო გამჭვირვალობის კანონზე კი არ თქვა დიახ, არამედ იმაზეც, რომ ყოველთვის დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესს და ამ ეროვნული ინტერესის ერთ-ერთი გამოხატულება არის სწორედ ეკონომიკური პროექტი. ეს ეკონომიკური პროექტი მარტო თავისთავად ეკონომიკური პროექტი არ არის. არ დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიო, დღეს არის ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე, ორი უზარმაზარი კონფლიქტი მიმდინარეობს უკრაინასა და რუსეთს შორის, ისრაელსა და ჰამასს შორის. წარმოიდგინეთ,  უზარმაზარი კონფლიქტები მიდის მსოფლიოში და უცებ წამყვანმა სახელმწიფოებმა [აშშ, საფრანგეთი , ევროკავშირი] მოიცალეს – დღე და ღამე ჯავრობენ, რა კანონს მიიღებს საქართველო და გიგაურის და ლომჯარიას დეკლარაციები შევსებული იქნება თუ შეუვსებელი”,– აღნიშნა სეფაშვილმა.
ასევე იხილეთ