left_sabechdi

გიორგი გამსახურდია ზვიად გამსახურდიას სიტყვებს იხსენებს: საკუთარი ერისადმი მსახურება ისე, რომ მიზნად ისახავდეს სხვა ერისათვის ზიანის მოტანას, ეს უკვე არაა ეროვნულობა. შოვინიზმია. მთლად უარესი, როცა მშობელ ერს მტრობენ

„საკუთარი ერისადმი მსახურება ისე, რომ მიზნად ისახავდეს სხვა ერისათვის ზიანის მოტანას, ეს უკვე არაა ეროვნულობა. შოვინიზმია. მთლად უარესი, როცა მშობელ ერს მტრობენ (ცხადად, თუ შეფარვით), აქაოდა სხვა ერს ვემსახურებით, ან მაღალ იდეალებსო-არც ესაა ეროვნულობა, არამედ მაღალ იდეალებს ამოფარებულ ტყუილსა და ბოროტებას წარმოადგენს”, – ზვიად გამსახურდიას ამ სიტყვებს მისი შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ყველა, ვინც თავის ერს ემსახურება ისე, რომ სხვა ერებს არ ვნებს და მათთან მიმართებითაც სიკეთის მომტანია, მით უფრო ეროვნულია ასეთი პიროვნება და მით უფრო კაცია იგი. საკუთარი ერისადმი მსახურება ისე, რომ მიზნად ისახავდეს სხვა ერისათვის ზიანის მოტანას, ეს უკვე არაა ეროვნულობა. შოვინიზმია. მთლად უარესი, როცა მშობელ ერს მტრობენ (ცხადად, თუ შეფარვით), აქაოდა სხვა ერს ვემსახურებით, ან მაღალ იდეალებსო-არც ესაა ეროვნულობა, არამედ მაღალ იდეალებს ამოფარებულ ტყუილსა და ბოროტებას წარმოადგენს.

არიან ისეთებიც, რომლებიც არცერთ ერს არ ემსახურებიან და მხოლოდ თავიანთი ეგოიზმით ხელმძღვანელობენ. ყველაფრის ცენტრად საკუთარი თავი წარმოუდგენიათ და მისთვის სიამოვნების მინიჭებას ანაცვალებენ თავიანთ ცხოვრებას.

მაშინ, ყველა ამ ნეგატიურ შემთხვევაში, ასეთები კაცები კი არ არიან, არამედ ცხოველის დონეზე იმყოფებიან. ადამიანობის ხარისხსაც კი ვერ აღწევენ, რომელიც ცხოველსა და კაცს შორისაა. სამწუხაროდ, კაცობრიობა ზოგადად და სულიერი გაგებით, ჯერ კიდევ დაბალ საფეხურზე იმყოფება. შეიძლება ითქვას, სულიერი გაბარბაროსება საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა.

ეროვნება და ეროვნულობა კაცობის ხარისხიცაა, რადგან სულიერად და კულტურულად განსაზღვრავს კაცთა შინაგანი განვითარების სიმაღლეს. ზვიად გამსახურდია“, – წერს გიორგი გამსახურდია.

ასევე იხილეთ