left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე ანაკლიის პორტზე: ის, რომ ჩინური კომპანია იქნება ჩართული, თავისთავად ამ პორტის ინტერესებშია და მისი წარმატების ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორია

„ის, რომ ჩინური კომპანია იქნება ჩართული, თავისთავად ამ პორტის ინტერესებშია და მისი წარმატების ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორია”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის შესახებ.

„ტვირთები, რომლებმაც უნდა გაიარონ ანაკლიის პორტში, არის აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით არსებული გადაზიდვები, ხოლო ყველაზე მეტი ტვირთბრუნვის შემქმნელი, წყარო ამ შემთხვევაში არის ჩინეთი. შესაბამისად, ის, რომ ჩინური კომპანია იქნება ჩართული, თავისთავად ამ პორტის ინტერესებშია და მისი წარმატების ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა, რომელიც გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება.

ასევე იხილეთ