top_leaderboard

ბექა დავითულიანი პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე: ეს ვიზიტი არის გზავნილი, რომ დიახ – საქართველო, მისი ხელისუფლება ერთგულია თავისი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის

ირაკლი კობახიძემ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯი, როდესაც ევროკავშირის დედაქალაქში გააკეთა პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს ვიზიტი არის გზავნილი, რომ დიახ – საქართველო, მისი ხელისუფლება ერთგულია თავისი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის და ეს გზავნილია ზუსტად, როდესაც პირველად ახალი პრემიერი ჩავიდა ბრიუსელში, ჩაატარა უმაღლესი დონის შეხვედრები. პრემიერმა ევროკავშირის დედაქალაქიდან წამოიღო საკმაოდ კარგი მოლოდინები“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბრიუსელში იმყოფებოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

ასევე იხილეთ