leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჩინეთის ელჩი: უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმებამ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ორმხრივ პატივისცემაზეა დაფუძნებული

„უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმებამ, რომელიც ძალაში შევიდა, აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გასულ წელს ჩამოყალიბდა”, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოხარულია, რომ აღნიშნული შეთანხმება ორივე მხარის ძალისხმევით განხორციელდა.

„შეთანხმებამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა დაფუძნებულია ორმხრივ პატივისცემაზე. გასულ წელს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა უვიზო მიმოსვლის ცალმხრივად დაწესება ჩინეთის მოქალაქეებისთვის. შემდეგ გადავწყვიტეთ, საპასუხოდ რაიმე მოგვემოქმედებინა. მოხარული ვარ, რომ ორივე მხარის ძალისხმევით განვახორციელეთ ეს შეთანხმება“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

ამასთან, როგორც ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, უვიზო მიმოსვლის შედეგად საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით გაიზრდება ურთიერთობები, ასევე ეს მეტ შესაძლებლობებს მოიტანს ბიზნესმენებისთვის.

„გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს, პირველ სეზონზე ჩინელი ტურისტების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, 290 პროცენტით გაიზარდა. მჯერა, ახალი უვიზო რეჟიმით არა მხოლოდ ტურისტების რაოდენობა გაიზრდება, არამედ ძალიან სწრაფად გაიზრდება ორმხრივი კონტაქტები მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, აკადემიურ წრეებსა და კულტურული მიმართულებით. ჩემი აზრით, საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი მსოფლიოს უდიდესი ბაზარია. ვფიქრობ, უვიზო რეჟიმი ბევრად მეტ შესაძლებლობას მოიტანს ბიზნესმენებისთვის და ყველა ადამიანისთვის ჩინეთის ბაზრის აღმოჩენით და მეტ ნაყოფიერ შედეგებს მიიღებენ“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ კი მიმდინარე წლის 26 თებერვალს გახდა ცნობილი. საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდა.

ასევე იხილეთ