leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან შენგელია: ნაკრებს მაქსიმალურად დავეხმარები

ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების მზადებაზე კომენტარი ბერძნული „პანეტოლიკოსის“ ნახევარმცველმა, ლევან შენგელიამ გააკეთა – გამოცდილი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ტრავმის შემდეგ გუნდს მაქსიმალურად დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ევრო 2024-ის პლეი ოფის ორივე მატჩი ითამაშა, ფინალში კი საბერძნეთთან შეხვედრაში დაშავდა და გარკვეული პერიოდი მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის დასჭირდა.

„ავსტრიაში კარგ პირობებში ვემზადებით. სრული შემადგენლობით გუნდი ჯერ არ შეკრებილა, რადგან ფეხბურთელების ნაწილს სეზონი ჯერ არ დაუმთავრებია.

ის ვითარება, რაც ავსტრიაში დაგვხვდა საშუალებას გვაძლევს, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის სრულყოფილად მოვემზადოთ. ბედნიერებაა ის ემოციები, რაც თან ახლავს ამ სამზადისს. ასეთი თამაშებისთვის პირველად ვემზადებით – საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე აქამდე არასდროს უთამაშია.

ჩემი აზრით, ყველაფერი კარგად იქნება და იმედი მაქვს შევძლებ, რომ ტრავმის შემდეგ კარგად ვითამაშო და ნაკრებს მაქსიმალურად დავეხმარო“, – განაცხადა ლევან შენგელიამ.

ასევე იხილეთ