გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას საარჩევნო კამპანია წაგებული აქვს, ამიტომ არიან ასეთ მუქარაზე გადასულები
„პრაქტიკულად, საარჩევნო კამპანია ოპოზიციას წაგებული აქვს, ამიტომ არიან ასეთ მუქარაზე გადასულები”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„გამჭვირვალობის კანონმა პრაქტიკულად ლუსტრაცია გააკეთა იმის, რომ უცხოურ ძალას აქ ჰყავდა პარალელური ხელისუფლება. ჩვენ უკვე მეორედ გავხდით ნომერი პირველი ქვეყანა მსოფლიოში ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით. უცხოურ ძალას აქ ჰყავს თავისი პარალელური ხელისუფლება, რომელსაც უნდა რომ გაუმჭვირვალე იყოს შავი ფული. ჩვენ გვინდა საქართველოში იყოს როგორც ბიუჯეტი გამჭვირვალე, ასევე უცხოეთიდან დაფინანსება იყოს გამჭვირვალე“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს 19 მაისს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა 28 მაისს დაძლია.