left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი გამჭვირვალობის კანონზე საერთაშორისო გამოხმაურებაზე: მათ დაინახეს, რომ ქართულ საზოგადოებას ვერ შეაშინებ და ასე სანქციებით ეროვნულ იდენტობაზე უარს ვერ ათქმევინებ, შესაბამისად, შერბილდა ეს პოზიციები

„მათ დაინახეს, რომ ქართულ საზოგადოებას ვერ შეაშინებ და ასე სანქციებით ეროვნულ იდენტობაზე უარს ვერ ათქმევინებ. შესაბამისად, შერბილდა ეს პოზიციები”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ გამჭვირვალობის კანონზე საერთაშორისო გამოხმაურებაზე და მოსალოდნელ საპასუხო ნაბიჯებზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ველოდებით, რომ ევროკავშირი, მათ შორის, დაიწყებს მოლაპარაკებას, თუ როგორ გავაგრძელებთ ურთიერთობას და ამის მესიჯები უკვე წამოვიდა იქიდან. მაგალითად, არა მხოლოდ ბორელის, არამედ ო’ ბრაიენის განცხადება, რომელიც აქ იყო დაახლოებით ორი კვირის წინ და სანქციებზე საუბრობდა, მერე თქვა, სიას აღარ გამოვაქვეყნებთო ანუ შეარბილა პოზიცია. ჩვენ არც სანქციებზე არ გვქონია დიდი რეაქცია. მათ დაინახეს, რომ ქართულ საზოგადოებას ვერ შეაშინებ და ასე სანქციებით ეროვნულ იდენტობაზე უარს ვერ ათქმევინებ. შესაბამისად, ამიტომ შერბილდა ეს პოზიციები. უცხოელი აქტორები და საქართველოში მათი წარმომადგენლები ჯერ გვიმტკიცებდნენ, ვერ მიიღებთ ამ კანონსო, მერე გვეუბნებოდნენ, თქვენ თუ ამ კანონს მიიღებთ, იქნება პოლიტიკური მეორედ მოსვლაო. ახლა როგორი მესიჯებია? აი, მადამ პრეზიდენტს ათქმევინეს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მოვემზადოთო”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ