leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილი არის მოსიარულე დენთი. სად რას „ააფეთქებს“ კაცმა არ იცის

„სალომე ზურაბიშვილი არის მოსიარულე დენთი. სად რას „ააფეთქებს“ კაცმა არ იცის”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„როდესაც პრეზიდენტი რეფერენდუმის ინიციატივით გამოვიდა, ერთი საათიც არ იყო გასული, რომ ოპოზიციამ თავზე დაახურა. ექსპერტები, პოლიტიკოსები გამოვარდნენ და პირდაპირი გაგებით თავზე დაახურეს სალომე ზურაბიშვილის ეს იდეა. ისიც კი არ გათვალა, რომ რეფერენდუმს ვერ ჩაატარებ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, ამას გარდა, ისეთ საკითხზე უნდა რეფერენდუმი, რაზეც ყველა შეთანხმებულები ვართ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

პრეზიდენტმა მოქალაქეებს რეფერენდუმის ჩასატარებლად ხელმოწერების შეგროვება შესთავაზა.

ასევე იხილეთ