left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი „ენჯეოებზე“: ის უკვე პრაქტიკულად გაშიშვლებულია და ჩანს, რომ არასამთავრობო სექტორი და რადიკალური ოპოზიცია რომ საუბრობს, ვიცით, რომ საუბრობს უცხოური ძალა

„ის უკვე პრაქტიკულად გაშიშვლებულია და ჩანს, რომ არასამთავრობო სექტორი და რადიკალური ოპოზიცია რომ საუბრობს, ვიცით, რომ საუბრობს უცხოური ძალა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

წამყვანმა მაჭარაშვილს ჰკითხა, რას მალავენ „ენჯეოები“.

„ენჯეოები“ ახლა უკვე ვერაფერს ვეღარ მალავენ. „ენჯეოებიც“ და პოლიტიკოსებიც თავიდან ბოლომდე იკვებებიან უცხოეთიდან არა მარტო მატერიალურად, მენტალურადაც. თუ დავაკვირდებით, დილით გააკეთებს სენატორი, ან ევროპარლამენტარი, ან კონგრესმენი განცხადებას და გაღიმებული სახით გამოდის ოპოზიცია და „ენჯეო“. სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, რომელსაც საქართველოს წარმატება არ უხარიათ. ამ კანონმა კიდევ ის გააკეთა, რომ გამჭვირვალე გახადა საზოგადოებისთვის ვინ არიან, რისი ეშინია და რას ერიდება არასამთავრობო სექტორი. ის უკვე პრაქტიკულად გაშიშვლებულია და ჩანს, რომ არასამთავრობო სექტორი და რადიკალური ოპოზიცია რომ საუბრობს, ვიცით, რომ საუბრობს უცხოური ძალა. მათ საგარეო საქმეთა მინისტრებიც კი ჩამოიყვანეს ანტისამთავრობო მიტინგზე“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ