left_sabechdi

ზურა ხაჩიძე: რატომღაც ყველას პარლამენტარი ვგონივარ. ვიდეოს რომ მიღებდნენ, იქაც მესმოდა პარლამენტარიო. სოციალურ ქსელებშიც სულ მიწერენ, რომ თითქოს ხმა მივეცი კანონს და ღილაკს რატომ მივაჭირე, მოღალატე ვარ

მომღერალმა ზურა ხაჩიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში იმ ინციდენტზე დეტალურად ისაუბრა, რომელიც ქუჩაში შეემთხვა და რომლის ამსახველი ვიდეოც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

„ეს არ არის გუშინდელი ფაქტი, სადღაც ორი კვირის წინანდელია. პირველი დღეები იყო [გამჭვირვალობის] კანონის განხილვის. ჩემს უბანში, ვერაზე, გადმოვედი მანქანიდან და შევდიოდი მაღაზიაში, სულ სხვა მიმართულებით მივდიოდი და გავიგე ხმა, რომ ვიღაცა იძახის „მონას“, მე მომმართავთ მეთქი? – ვკითხე. დავინახე, რომ პატარა გოგოსთან ერთად იდგა შუა ხნის ქალი, გვერდით კიდევ ბიჭი ედგა მცირეწლოვანი. როდესაც გავიგე, რომ მე მეუბნებოდა, დავიწყე გზაზე გადასვლა. მე რა მაქვს დასამალი, ჩემს სიცოცხლეში არასდროს ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ ვინმეს დავემალო. ყოველთვის ვამაყობ ჩემი საქციელით. რატომღაც ყველას პარლამენტარი ვგონივარ. ვიდეოს რომ მიღებდნენ, იქაც მესმოდა პარლამენტარიო. სოციალურ ქსელებშიც სულ მიწერენ, რომ თითქოს ხმა მივეცი კანონს და ღილაკს რატომ მივაჭირე, მოღალატე ვარ. პირდაპირ ვეუბნები, არაფერს ვმალავ, მე ამ კანონს ვუჭერ მხარს, ვუჭერ ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას“, – აღნიშნა ხაჩიძემ.

ასევე იხილეთ