left_sabechdi

ზურა ხაჩიძე: გამჭვირვალობის კანონი პირველ რიგში ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს

მე ვემსახურები და მხარს ვუჭერ იმ კანონს, იმ გუნდს, იმ პრემიერსა და იმ ქვეყანას, რომელსაც საქართველო ჰქვია, – ამის შესახებ მუსიკოსმა ზურა ხაჩიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„გამჭვირვალობის კანონი, თუკი რამეს ემსახურება პირველ რიგში ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და არა რუსეთსა თუ სხვა ქვეყნის ინტერესებს, როგორც ეს შეთხზეს. მე ამ კანონს მხარს ვუჭერ, მხარს ვუჭერ ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩემი ქვეყნის ღირსეულ პრემიერს“, – აღნიშნა ზურა ხაჩიძემ.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს 19 მაისს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა 28 მაისს დაძლია.

ასევე იხილეთ