left_sabechdi

ზურა ხაჩიძე: დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი სახეზეც არ მიცნობს. დიდ მადლობას ვეუბნები კიდევ ერთხელ ჩემი მეუღლის გადარჩენისთვის

„დარწმუნებული ვარ, სახეზეც არ მიცნობს. დიდ მადლობას ვეუბნები კიდევ ერთხელ ჩემი მეუღლის გადარჩენისთვის. ეს არის და ეს, მაგრამ უფრო დიდ მადლობას ვეუბნები ქართველი ხალხის ნამუსის, სინდისის აღდგენისთვის”, – ამის შესახებ მუსიკოსმა ზურა ხაჩიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას განაცხადა.

„კაცმა 3 მილიარდი დახარჯა ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენებისთვის, ეკლესია-მონასტრებისთვის, თეატრებისთვის, მუსიკალური ცენტრებისთვის, სახელმწიფო კონსერვატორიისთვის, ჩემს სფეროში თუნდაც. მე არ ეგონოს ვინმეს, რომ ან დოტაციაზე ვარ, ან ბიძინასგან ხელფასს ვიღებ. არცერთი თეთრი არ ამიღია მისგან და არც ვიცნობ კაცს. ერთადერთხელ, მისი დედის გარდაცვალების დღეს მივედი და მივუსამძიმრე. დარწმუნებული ვარ, სახეზეც არ მიცნობს. დიდ მადლობას ვეუბნები კიდევ ერთხელ ჩემი მეუღლის გადარჩენისთვის. ეს არის და ეს, მაგრამ უფრო დიდ მადლობას ვეუბნები ქართველი ხალხის ნამუსის, სინდისის აღდგენისთვის. ის, რაც 2012 წლამდე ხდებოდა საქართველოში, ყველამ იცის“, – აღნიშნა ხაჩიძემ.

ასევე იხილეთ