left_sabechdi

გიორგი აბაშიშვილი: გასული წლის ნოემბრის შუაში, ორი ქართული წამყვანი ბანკის ფასი ბირჟაზე დაეცა. კანდიდატის სტატუსი ეწყინათ? ახლა ხომ ყველას სისულელედ ეჩვენება მსგავსი განცხადება, მაგრამ ახლა დაახლოებით იმავეს მტკიცება მიდის

„გასული წლის ნოემბრის დასაწყისში ვიცოდით, რომ კანდიდატის სტატუსი გვქონდა. სადღაც ნოემბრის შუაში, ორი ქართული წამყვანი ბანკის ფასი ბირჟაზე დაეცა. რა მოხდა, კანდიდატის სტატუსი ეწყინათ? ახლა ხომ ყველას სისულელედ ეჩვენება მსგავსი განცხადება, სრული კოშმარია, მაგრამ ახლა დაახლოებით იმავეს მტკიცება მიდის”, – ამის შესახებ ეკონომისტმა, Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.

„ფაქტორებია ხოლმე მოყვანილი, ამის გამო მოხდა, იმის გამო მოხდა. ეს ასე არ ხდება ბირჟასთან დაკავშირებით. ბირჟა არის ცოცხალი პროცესი, სადაც ვაჭრობა მიმდინარეობს. მაგალითისთვის, გასული წლის ნოემბრის დასაწყისში ვიცოდით, რომ კანდიდატის სტატუსი გვქონდა. სადღაც ნოემბრის შუაში, ორი ქართული წამყვანი ბანკის ფასი ბირჟაზე დაეცა. რა მოხდა, კანდიდატის სტატუსი ეწყინათ? ხომ სისულელეა ახლა ეს. ვინმე რომ გამოსულიყო პრორუსი და ეთქვა, კანდიდატის სტატუსი რომ მოგვცეს, ქართული ბანკების აქციები დაეცაო. ყველაზე მაღალი დაცემა დაფიქსირდა სწორედ ნოემბერში, მერე დაუბრუნდა ჩვეულ ნიშნულს. ახლა ხომ ყველას სისულელედ ეჩვენება მსგავსი განცხადება, სრული კოშმარია, მაგრამ ახლა დაახლოებით იმავეს მტკიცება მიდის, უბრალოდ კარგად დაილინკა, ან ხელოვნურად დაილინკა ეს ორი ფაქტორი [კანონთან დაკავშირებული აქციები და ბირჟაზე ფასების ვარდნა] ერთმანეთთან. საქართველოში [ლარის] კურსი არის ძალიან ემოციური ფაქტორი. ათიათასობით და შეიძლება მეტი მაყურებელი გვისმენს ახლა და კურსი რა იქნება 2.75, თუ 2.78 ამ წუთას ხომ არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ფსიქოლოგიური ფაქტორია გაჩენილი, რომ კურსი თუ აიწია, ცუდია. შესაბამისად, ის, რომ მოსახლეობაზე ამას აქვს ემოციური გათვლა, ამაზე ხდება აპოკალიფსური სურათის დაშენება“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

ასევე იხილეთ