left_sabechdi

გიორგი აბაშიშვილი: დღეს რატომ არავინ აქვეყნებს საფონდო ბირჟის ფოტოებს? იმიტომ, რომ კარგად წავიდა ვაჭრობა? კრიზისულ საფუძველზე მაქსიმალურად ხდებოდა დაწოლა, რომ რაც შეიძლება, პანიკის წილი გაზრდილიყო

„კრიზისულ საფუძველზე მაქსიმალურად ხდებოდა დაწოლა, რომ რაც შეიძლება, პანიკის წილი გაზრდილიყო”, – ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განვითარებულ პროცესზე და ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა.

„დღეს რატომ არავინ აქვეყნებს საფონდო ბირჟის ფოტოებს? იმიტომ, რომ კარგად წავიდა ვაჭრობა და პოზიტიური იყო? დღეს რატომ არავინ ამბობს, რომ ლარი გარბის – იმიტომ, რომ დასტაბილურდა ამ პერიოდის განმავლობაში? გასაგებია, რომ გამყარება გვინდა, მაგრამ ხომ დასტაბილურდა. როდესაც საფუძველი არსებობდა, ბუნებრივია, ამ კრიზისულ საფუძველზე მაქსიმალურად ხდებოდა დაწოლა, რომ რაც შეიძლება, პანიკის წილი გაზრდილიყო. ეს იყო ფაქტორი, რომელიც ეკონომიკაში მცურავ კურსს ყოველთვის მნიშვნელოვან ზიანს აყენებს – ეს იყო პანიკა”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ასევე იხილეთ