left_sabechdi

Financial Times: ზელენსკი უფრო ემოციური და ნერვიული გახდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის გამო და იმის გამო, რომ პრეზიდენტი ხედავს ვაშინგტონის სურვილს, რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს

ზელენსკი უფრო ემოციური და ნერვიული გახდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის გამო და იმის გამო, რომ პრეზიდენტი ხედავს ვაშინგტონის სურვილს, რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს, – წერს ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი უკრაინულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.

ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, ზელენსკი „მიიჩნევს, რომ მათ [ამერიკელებს] სურთ ომის შეწყვეტა [აშშ-ის საპრეზიდენტო] არჩევნებამდე“.

მან დასძინა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ასევე უკმაყოფილოა ბაიდენის ადმინისტრაციის დაჟინებული მოთხოვნით, რომ კიევმა არ დაარტყას რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურას არჩევნების წელს საწვავის გლობალური ფასების გაზრდის შიშის გამო.

კიდევ ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა Financial Times-თან საუბარში გამოიყენა სიტყვა „პარანოია“ ბოლო თვეებში პრეზიდენტის ოფისში არსებული სიტუაციის აღსაწერად.

„ზელენსკი ღრმა შეშფოთებას განიცდის სამხედრო ვითარებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი ივნისის მშვიდობის სამიტის გამო“, – აღნიშნა ოფიციალურმა წყარომ.

„მე მივიჩნევ, რომ მშვიდობის სამიტს სჭირდება პრეზიდენტ ბაიდენის ყოფნა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის ოფისმა ამ კვირაში უკრაინელ ოფიციალურ პირებსა და დეპუტატებს მითითება გაუგზავნა – რომელსაც ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი გაეცნო – გააკრიტიკონ ჯო ბაიდენი და სი ძინპინი მშვიდობის სამიტზე არდასწრების გამო.

ასევე იხილეთ