left_sabechdi

ედიშერ გვენეტაძე: დიდი ხანია ვამბობთ, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ნიურბერგის მსგავსი პროცესი

“უცხოური გავლენის გამჭირვალეობის” კანონის მიღების შემდეგ რა ქმედებებსაც ქვეყანაში აქვს ადგილი გარედან მხარდაჭერილი და მართული ცალკეული ორგანიზებული ჯგუფების თუ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან, ეს სხვა არაფერია, თუ არა წმინდა წყლის ფაშიზმი!”, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტი „ხალხის ძალის“ დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და იზიარებს მის პოზიციას იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად და აღკვეთოს ის უმსგავსობები და ჯაშუშური ქმედებები, რომელსაც სახელმწიფო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ თავშეყრის, კერძო საკუთრების ფარგლებში, მოურიდებლად და გამომწვევად ახდენენ მეხუთე კოლონის წარმომადგენლები! გვენეტაძის თქმით, საქართველოში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ნიურბერგის მსგავსი პროცესი!

„დიდი ხანია ვამბობთ, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ნიურბერგის მსგავსი პროცესი! სადაც პოლიტიკურ-სამართლებრივ კონტექსტში უნდა გასამართლდეს ყველა ის კოლაბორაციონისტული ძალა, რომელიც დაწყებული 2004 წლიდან დღემდე შეგნებულად ღალატობს, ფინანსური დაინტერესების ფასად ჯაშუშობს და ჰყიდის საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს! ამ საშინელ ძალაში ანუ მეხუთე კოლონაში ფულის გამო გაერთიანებული სუბიექტები და ჯგუფები თავიანთ ანტისახელმწიფოებრივი, ანტისაზოგადოებრივი და ჯაშუშური ქმედებების გამო აუცილებლად იმსახურებენ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას! არ შეიძლება წესიერ, პატიოსან და ქვეყნის მოყვარულ ადამიანს შეექმნას იმის განცდა, რომ მისი დამცველი სახელმწიფო არაა! “უცხოური გავლენის გამჭირვალეობის” კანონის მიღების შემდეგ რა ქმედებებსაც ქვეყანაში აქვს ადგილი გარედან მხარდაჭერილი და მართული ცალკეული ორგანიზებული ჯგუფების თუ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან (ბულინგი, შეურაცხყოფებები, ფსიქოლოგიური ზეწოლები განსხვავებულად მოაზროვნეებისადმი) ეს სხვა არაფერი არის თუ არა წმინდა წყლის ფაშიზმი, რამაც ქვეყანაში შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები! ამიტომაც სრულიად ვიზიარებ “ხალხის ძალის” წარმომადგენლის ბნ გურამ მაჭარაშვილის პოზიციას იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს კანონის შესაბამისად და აღკვეთოს ის უმსგავსოები და ჯაშუშური ქმედებები, რომელსაც დღისით, მზისით საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ თავშეყრის, კერძო საკუთრების ფარგლებში… მოურიდებლად და გამომწვევად ახდენენ მეხუთე კოლონის წარმომადგენლები! თითოეულ კანონდამრღვევს და ჯაშუშს მიუჩინოს ადგილი იქ, რომელსაც ჩვენი წინაპრები უწოდებდნენ “ვირის აბანო”-ს! რამეთუ თუ “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!”,-წერს ედიშერ გვენეტაძე.

ასევე იხილეთ