leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში – ,,სარფი“, ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სადახლო-საავტომობილო“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროსა (საერთო წონა: 311,35 გრამი) და ვერცხლის (საერთო წონა: 121.21 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 41 090,14 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, 4 სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში, 41 090,14 ლარის ოდენობით განესაზღვრა, ხოლო კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის ჯ.ფ.-ს საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ასევე იხილეთ