left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე ბულინგის კამპანიაზე: ტერორისტული შეძახილები, რომელიც არის ღიმილის მომგვრელი, არავის აშინებს „ქართულ ოცნებაში“

„ტერორისტული შეძახილები, რომელიც არის ღიმილის მომგვრელი, არავის აშინებს „ქართულ ოცნებაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

თალაკვაძე ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების მიმართ ბულინგის კამპანიას გამოეხმაურა.

„ეს არის ტერორისტული შეძახილები, რომელიც არის ღიმილის მომგვრელი და არავის აშინებს ეს „ქართულ ოცნებაში“. თუ კანონს დაარღვევენ და გადავლენ იმ ზღვარს, რაც კანონით არის დადგენილი და ვინმე ამას მუქარად აღიქვამს, შემდეგ შესაბამისი სტრუქტურები ამაზე კანონის შესაბამის რეაგირებას გააკეთებენ. არავის არ გაუვა ძალადობა და ძალადობრივი მუქარები“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ