left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, უსაფრთხოებას, ეკონომიკური ზრდის და განვითარების უფლებას, რომ მომავალი მშვიდობიანი და ევროპული გვქონდეს

„ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, უსაფრთხოებას, ეკონომიკური ზრდის და განვითარების უფლებას, რომ მომავალი მშვიდობიანი და ევროპული გვქონდეს და ვერავინ შეძლოს, რომ საქართველო უკან დააბრუნოს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობის კანონი ემსახურება ქვეყნის დემოკრატიის დაცვას გარე ჩარევისაგან.

„საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი გამჭვირვალობის შესახებ, დანერგა გამჭვირვალობის რეესტრი, რომლის მსგავსიც ევროკავშირის 15 სახელმწიფოს აქვს. მათ შორის, აშშ-ს, საფრანგეთს, ავსტრალიას, ისრაელს და სხვა ქვეყნებსაც. ეს ემსახურება ქვეყნის დემოკრატიის დაცვას გარე ჩარევისაგან. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, უსაფრთხოებას, ეკონომიკური ზრდის და განვითარების უფლებას, რომ მომავალი მშვიდობიანი და ევროპული გვქონდეს და ვერავინ შეძლოს, რომ საქართველო უკან დააბრუნოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ