left_sabechdi

ბაკურ სვანიძე: ასეთი უსამშობლო ვირიშვილები გველაპარაკებიან მერე „პატრიოტიზმზე”, “ქვეყნის სიყვარულზე” და ა.შ.

„ჩვენში დარჩეს და, რაღა შორს წავიდე, ამ თემაზე საჯარო ლაპარაკს ვერიდები ხოლმე გასაგები მიზეზებით, მაგრამ სიტყვამ მოიტანა და ჯანდაბას, ვიტყვი – ჩემი ერთი ყოფილი ძალიან ახლობელი ადამიანი, რომელიც 10 წელი სულ დასცინოდა ყველაფერს ქართულს, ეროვნულს, ირონიულად უყურებდა ქართულ სიმღერას და ცეკვასაც კი, პატრიოტულ პოეზიაზე სიცილით კვდებოდა, დღეს უმაღლესი სახელმწიფო დონიდან მიტარებს „ტრენინგს” პატრიოტიზმში, სამშობლოს სიყვარულში და ევროკავშირის დროშასთან მიტყუპებული ჩვენი ეროვნული დროშით დარბის რუსთაველზე… მე კი, რომელსაც ყოველთვის “სისხლი მიდუღდა” ყველაფერ ქართულზე და ამაზე არაერთხელ მაგრადაც გვიჩხუბია, ვარ თურმე “მოღალატე” და ქვეყნის გამყიდველი”, – ამის შესახებ ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ვაჰ, რას არ გადააწყდები ადამიანი ინტერნეტში „მოგზაურობის” დროს… ჯინო დოლინი, დიდი „პატრიოტის”, ანა დოლიძის და… საამაყო მუსიკოსს, ელისო ბოლქვაძეს რომ მიუხტა პარიზის აეროპორტში და „შეარცხვინა” – „მოღალატე” ხარო… რატომღაც აქცენტი კეთდება, რომ ამ ვირქალას თურმე თავისივე სქესის, ქალი „მეუღლე” ჰყავს… მე პირადად ეგ ნაკლებად მაინტერესებს, სულ სხვა დეტალები ვნახე მის მიერ რამდენიმე წლის წინ მიცემულ ინტერვიუში…

ჯერ ერთი, რომ ამარიაჟებენ – „6 წელი საქართველოს პირველი ჩოგანი იყოო” – აქვე წერია, რომ 18 წლის ასაკში უკვე ამერიკაში გადაცხოვრებულა… როდისღა მოასწრო „პირველი ჩოგნობა”, თან 6 წელი? 12 წლის ბავშვებში თუ იყო პირველი ჩოგანი, მასე უნდა დაწეროთ მაშინ – „ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფში პირველი ჩოგანი” და არა „ქვეყნის პირველი ჩოგანი”.

13 წლის ასაკში მეც მოვიგე სპარტაკიადა ფეხბურთში და ტურნირის საუკეთესო მეკარედ დამასახელეს და მოდით, აბა, მაღიარეთ საუკეთესო სპორტსმენად!

თქვე მართლა ჩოგნებო და ჩუგუნებო თქვენ!

თუმცა, მთავარი მაინც სხვა რამეებია – “ამერიკაში თავი ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში” – აი, ეს არის ამნაირების მთავარი მამხილებელი! ამერიკა არის ამათთვის სამშობლო და არა საქართველო! საქართველოში ამათ უბრალოდ ის უნდათ, რომ „დოსტუპი” ჰქონდეთ ევროპასთან და ამერიკასთან! თორემ, თავად საქართველოსთვის, სახელმწიფოსთვის რა არის კარგი, რა არის ცუდი – სულ ჰკიდიათ! გული იმაზე უსკდებათ, უბრალოდ, რომ აი, ეგ „დოსტუპები” არ დაკარგონ იქ, სადაც თავს ისე გრძნობენ, როგორც „სახლში”!

არ არსებობს არც ერთი ქვეყანა დედამიწაზე საქართველოს გარდა, სადაც თავს ისე ვიგრძნობ, როგორც მშობლიურ სახლში! მაგრამ ეს ამათთვის „ჩინურია”! თუმცა, რა უნდა ელაპარაკო, როცა გვარიც კი უტყდება ქართული და „დოლიძე” „დოლინი”-დ გადაიკეთა! ჰოდა, ასეთი უსამშობლო ვირიშვილები გველაპარაკებიან მერე „პატრიოტიზმზე” “ქვეყნის სიყვარულზე” და ა.შ.

ჩვენში დარჩეს და, რაღა შორს წავიდე, ამ თემაზე საჯარო ლაპარაკს ვერიდები ხოლმე გასაგები მიზეზებით, მაგრამ სიტყვამ მოიტანა და ჯანდაბას, ვიტყვი – ჩემი ერთი ყოფილი ძალიან ახლობელი ადამიანი, რომელიც 10 წელი სულ დასცინოდა ყველაფერს ქართულს, ეროვნულს, ირონიულად უყურებდა ქართულ სიმღერას და ცეკვასაც კი, პატრიოტულ პოეზიაზე სიცილით კვდებოდა, დღეს უმაღლესი სახელმწიფო დონიდან მიტარებს „ტრენინგს” პატრიოტიზმში, სამშობლოს სიყვარულში და ევროკავშირის დროშასთან მიტყუპებული ჩვენი ეროვნული დროშით დარბის რუსთაველზე… მე კი, რომელსაც ყოველთვის “სისხლი მიდუღდა” ყველაფერ ქართულზე და ამაზე არაერთხელ მაგრადაც გვიჩხუბია, ვარ თურმე “მოღალატე” და ქვეყნის გამყიდველი…

და ასეთი კიდევ მრავალი დარბის მანდ, რომელთა ნაწილსაც ასევე პირადად ვიცნობ და ვიცი მათი აზრები წარსულში… თუმცა, მოდით ისევ ამ “სქრინების” მთავარ გმირს მივუბრუნდეთ – ყველაზე მთავარი ბოლოსთვის შემოვინახე და აბა, მესამე აბზაცში ნახეთ, რა წერია? სად წავედიო, სადო? მოსკოვშიო, კაცო? ვუიმეეეე! ვინა, ვინ ამბობს ამას? სწორედ ის “დოლინი”, ელისოს რომ მიუვარდა, ბოლქვაძეს და “რუსეთუმე ” ეძახა…

დაილოცოს, კაცო, ეს არქივი და კიდევ ჩემნაირი  „უსაქმური” ჟურნალისტები, მასალის მოძიება, ქექვა, ინფორმაციის ამოქაჩვა რომ არ ეზარებათ ხოლმე…

დანარჩენები მიყვარხართ… მშვიდობის დილა”, – წერს ბაკურ სვანიძე.

ასევე იხილეთ