left_sabechdi

ირაკლი ზარქუას და, ნინი ზარქუა აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში გაკეთებული მისი კომენტარი მანიპულაციურად გამოიყენეს

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას და, ნინი ზარქუა აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში გაკეთებული მისი კომენტარი მანიპულაციურად გამოიყენეს.

სოციალურ ქსელში ნინა ზარქუას ერთ-ერთმა მოქალაქემ დაუწერა, რომ იმედოვნებდა ისიც იზიარებდა მომიტინგეების მოსაზრებებს, რაზეც ზარქუამ დაწერა: „მე ვარ ევროპული გზის, ურთიერთპატივისცემის, სიმშვიდისა და სიყვარულის მხარეს! არა რუსულ კანონს! დიდი და მკაფიო კი ევროპას!“, – წერდა ნინი ზარქუა.

მისი ეს კომენტარი ოპოზიციონერმა გიორგი კანდელაკმა გააზიარა, ტექსტით „პოლიგლოტ ზარქუას და რუსული კანონის წინააღმდეგია“. ნინი ზარქუას კომენტარზე ინფორმაციები გაავრცელეს ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებმაც.

ნინი ზარქუა მისი კომენტარის მანიპულაციურად გავრცელებას გამოეხმაურა და ამ ფაქტს პროვოკაცია უწოდა.

„ამ ნაც-პოლიტიკოსს, ჩემი კომენტარი აუღია და პროვოკატორობს თურმე. თან ეს ვინმე კანდელაკი ის კაცი ყოფილა, ვისაც ევროსაბჭოში რეზოლუციისთვის მხარი დაუჭერია, სადაც საქართველო დაადანაშაულა აგვისტოს ომის დაწყებაში და ასეთი ადამიანი ახლა ჩემს სქრინებს დასდევს და პროვოკატორობს! ყველასთვის მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო: დიახ, არა რუსულ კანონს! კი -ღირსებას! კი – გამჭვირვალობას და კი – ევროკავშირს! წერტილი!“, – წერს ნინი ზარქუა.

ასევე იხილეთ