leaderboard_below_slide
left_sabechdi

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ტრანსპორტის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ტრანსპორტის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ  ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები მიმოიხილეს და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმებზე იმსჯელეს.

„ივნისის ბოლოს 10 წელი სრულდება, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რამაც რეალურად შექმნა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი და მყარი ფუნდამენტი. სწორედ, ამ შეთანხმების შესრულებით, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება ევროკავშირს – იმ სივრცეს, რომლის წევრებიც გვინდა რომ ვიყოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევაჯამოთ ის 10-წლიანი პერიოდი, რა გააკეთა საქართველომ იმისათვის, რომ ასოცირების შეთანხმება შეესრულებინა, რა გაკეთდა სხვადასხვა მიმართულებით, რომ საქართველო უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან ვიდრე ის იყო 10 წლის წინ“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.

ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან დღემდე ტრანსპორტის სფეროში განხორციელებულ და ჯერ კიდევ გასატარებელ რეფორმებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ისაუბრა.

ანგარიშის მიხედვით 2014-2024 წლებში ტრანსპორტის სფეროში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით არაერთი პროგრესული ნაბიჯი გადაიდგა. სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულებით მიმდინარე რეფორმა ითვალისწინებს მგზავრთა გადაყვანის სფეროს გაჯანსაღებას და ავტოსატრანსპორტო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას, ავტოსატრანსპორტო პროცესის უსაფრთხოების ზრდას, ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებას, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და ა.შ.,

სარკინიგზო მიმართულებით მიმდინარე რეფორმით ეტაპობრივად დაიწყება საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის სრული რესტრუქტურიზაცია, რაც მიმართული იქნება ევროპული საუკეთესო გამოცდილების შესაბამისად, დარგის ლიბერალიზაციის, მაღალი უსაფრთხოების სტანდარტების დამკვიდრებისა და რკინიგზის, როგორც ინდუსტრიის ეფექტიანობის ამაღლებისკენ.
მთავრობის წარმომადგენლის განმარტებით ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დიდი ნაწილი შესრულებულია, ხოლო დარჩენილ დირექტივა/რეგულაციებთან დაახლოებაზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.

ასევე იხილეთ