„გირჩის“ წევრი ვიტალი გუგუჩია პოსტვ-ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა.
როგორც „იმედინიუსს“ პოსტვ-ის ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ განუცხადა, მათი გადამღები ჯგუფი ზუგდიდის სოფელ კახათში, ვიტალი გუგუჩიასთან სახლში მივიდა, რათა მისგან მოესმინა განმარტებები, თუ რატომ დაესხა თავს ერთ-ერთ ქალბატონს.
ჟურნალისტის განმარტებით, გუგუჩიამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური ანგარიშსწორებითაც ემუქრებოდა. აღნიშნულ ფაქტს გუგუჩიას ოჯახის წევრებიც უყურებდნენ, მათ შორის მცირეწლოვანი შვილები. „მითხრა ფეხებზე მკიდია ჩემმა შვილებმა ყველაფერი იციან და დიახ, უნდა უყურონ“, – განაცხადა ბერიძემ.
მისივე განცხადებით, დაპირისპირების დროს გუგუჩიას დედა მის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდა, რის გამოც მკლავსა და კისერზე დაზიანებები აღენიშნება.
ბერიძის თქმით, ამჟამად იგი იმყოფება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად და მომხდარს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.