leaderboard_below_slide
left_sabechdi

პრემიერი: თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, მაღალპროფესიული, პასუხისმგებლიანი, მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია – საქართველოს ძლიერებისა და უსაფრთხოების გარანტია, მისი წინსვლის აუცილებელი პირობაა

„თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, მაღალპროფესიული, პასუხისმგებლიანი, მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია – საქართველოს ძლიერებისა და უსაფრთხოების გარანტია, მისი წინსვლის აუცილებელი პირობაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიციელის დღევანდელი რეპუტაცია, ხალხის განსაკუთრებული ნდობა და პატივისცემა – უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი მონაპოვარია.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, პროფესიული დღე მოგილოცოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობას, ჩვენს საამაყო პოლიციელებს, სამინისტროს ყველა თანამშრომელს.

თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, მაღალპროფესიული, პასუხისმგებლიანი, მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია – საქართველოს ძლიერებისა და უსაფრთხოების გარანტია, მისი წინსვლის აუცილებელი პირობაა. უკანასკნელ წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, თითოეული თქვენგანის შრომითა და ენთუზიაზმით, ქართული პოლიცია ჩამოყალიბდა თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების ინსტიტუციად. პოლიციელის დღევანდელი რეპუტაცია, ხალხის განსაკუთრებული ნდობა და პატივისცემა – უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი მონაპოვარია.

კანონისა და მართლწესრიგის დაცვით, ხალხისა და ქვეყნის ერთგულებით, ყოველდღიური შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად – სხვათა სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე ზრუნვით, თქვენ ფასადაუდებელ სამსახურს ეწევით საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის.

თქვენმა არაერთმა კოლეგამ და მეგობარმა, სამწუხაროდ, ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღო სხვათა გადასარჩენად. დღეს, თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილ გმირ პოლიციელთა ხსოვნას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ