2024 წლის 31 მაისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ციფრული გამოწვევები დაჟურნალისტური განათლება“.
საქართველოს 15-მდე უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტიკის სპეციალობის პროფესურამ და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებმა იმსჯელეს იმ გამოწვევებსა და სიახლეებზე, რომელიც უკავშირდება ციფრულ ეპოქაში ჟურნალისტურ განათლებას.
შეხვედრაზე კომპანია „ინოვატორ“-ის ტექნიკურმა დირექტორმა, დავით რობაქიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე: „მედიატექნოლოგიები ჟურნალისტიკის სწავლების სამსახურში“.
ღონისძიების ფარგლებში საზეიმოდ დაიხურა სტუდენტური ფოტოგამოფენა „რაკურსი 2024“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 9 უნივერსიტეტის სტუდენტმა და გამოიფინა 150-მდე ნამუშევარი.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ;
მარინე ვეკუა – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს პროფესორი
მობ: 597 00 00 94