leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის არყოფნა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია იმ პირობებში, როცა მან შეიწყალა პატიმარი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა

„რაც შეეხება პრეზიდენტის არყოფნას დღევანდელ ღონისძიებაზე, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია იმ პირობებში, როდესაც, მაგალითად, მან შეიწყალა ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს მორალური უფლება არ ჰქონდა, დასწრებოდა ღონისძიებას.

„ამას მე არ ვწყვეტ, ეს არის შსს-ს ღონისძიება, მაგრამ აბსოლუტურად ალოგიკური იქნებოდა ამ ღონისძიებაზე იმ ადამიანის დასწრება, რომელმაც შეიწყალა კონკრეტული პატიმარი, რომელიც ცდილობდა ერთ-ერთი პოლიციელის ცოცხლად დაწვას. ამას გარდა, გახსოვთ, მისი განცხადებები გასული კვირების განმავლობაში პოლიციასთან მიმართებით. ეს იყო აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი განცხადებები. აქედან გამომდინარე, დღეს არაფერი ესაქმებოდა ბუნებრივია სალომე ზურაბიშვილს ამ ღონისძიებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე იხილეთ