leaderboard_below_slide
left_sabechdi

პრემიერი პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე: ყველა ელჩი იყო მოწვეული, დარწმუნებული ვარ, რომ უპატივცემულობას ქართული პოლიციის მიმართ არავინ გამოხატავდა

„დარწმუნებული ვარ, რომ უპატივცემულობას ქართული პოლიციის მიმართ არავინ გამოხატავდა”, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა, თუ რატომ არ ესწრებოდა ღონისძიებას ირაკლი ღარიბაშვილი და ელჩები.
„ამ ღონისძიებაზე ირაკლი ღარიბაშვილიც იყო მოწვეული, თუმცა მან ვერ მოახერხა დასწრება. რაც შეეხება ელჩებს, ყველა ელჩი იყო მოწვეული, არ ვიცი ვინ ესწრებოდა და ვინ არ ესწრებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ უპატივცემულობას ქართული პოლიციის მიმართ არავინ გამოხატავდა“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ასევე იხილეთ