ზაზა ფარცვანია ანა წითლიძეს: თქვენნაირი ფაშისტი არ ვარ ვინმეს ოჯახის წევრს, მითუმეტეს დედას რომ დავუწყო რეკვა და თავი დაანებე ცილისწამებას და სიბინძურეს, ყველაფრის კადრება არ შეიძლება!
“ქართული ოცნების” წევრი, ზაზა ფარცვანია, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ანა წითლიძის ბრალდებას, რომელმაც განაცხადა, რომ დედამისს სწორედ ფარცვანიამ დაურეკა და აგინა, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნულ ფაქტს ცილისწამებას უწოდებს.
ფარცვანიას განცხადებით, წითლიძემ მას ცილი დასწამა. ამავე პოსტის კომენტარებში, წითლიძის დედას, რუსიკო ესართიას მოუწოდებს, ნომრის ამომცნობით გაარკვიოს, ვინ დაურეკა და მოითხოვს, რომ აღნიშნული ბრალდება დაუმტკიცოს.
“თქვენნაირი ფაშისტი არ ვარ ვინმეს ოჯახის წევრს, მითუმეტეს დედას რომ დავუწყო რეკვა და თავი დაანებე ცილისწამებას და სიბინძურეს! ყველაფრის კადრება არ შეიძლება!
ნომრის ამომცნობი შეგიძლია გადმოიწერო, ვინც დაგირეკა მისი გაგება არაა ძნელი. არ დაგიმტკიცებიათ შენ და შენს შვილს და მერე რა იარლიყიც მოგეწებებათ მაგასაც ნახავთ. შენ კი არ გამიცნობ, მე გაგიცნობ.” – წერს ფარცვანია სოციალურ ქსელ Facebook-ზე.