„მინდა გჯეროდეთ, რომ მე, როგორც მინისტრი, როგორც პოლიციელი და მოქალაქე თქვენს გვერდით ვარ. მინდა ღირსეულად ატარებდეთპოლიციელის მუნდირს და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ემსახურებით საქართველოს”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვახტანგ გომელაურის თქმით, ეს პროფესია ქვეყნისა და მოქალაქეების განსაკუთრებულ სიყვარულს, საჭიროების შემთხვევაში სამშობლოსთვის თავგანწირვას, სიმამაცეს და სიმტკიცეს მოითხოვს.
„დღეს, პოლიციელის დღეა. ჩვენთვის პოლიციელებისთვის ეს ერთგვარი სიამაყისა და მადლიერების დღეა. დღეს, როდესაც კიდევ ერთხელ მაქვს პატივი თქვენთან ერთად ვიზეიმოპოლიციელის დღე, მინდა მოგმართოთ, თითოეულმა თქვენგანმა იცოდეთ, რომ არავის მივცემ უფლებას შელახოს თქვენი ღირსება და პატივი. გწამდეთ, რომ ყველგან და ყოველთვის ვიქნები თქვენი ღირსების დამცველი. ყველას არ შეუძლია იყოს პოლიციელი, ეს პროფესია ქვეყნისა და მოქალაქეების განსაკუთრებულ სიყვარულს, საჭიროების შემთხვევაში სამშობლოსთვის თავგანწირვას, სიმამაცეს და სიმტკიცეს მოითხოვს. გახსოვდეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები რომ ქვეყანა იყოს ძლიერი და თავისუფალი. ჩვენი ვალია სახელმწიფოს ინტერესების ღირსეულად დაცვა. ამიტომ ჩვენ ყოველთვის მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე. მინდა გჯეროდეთ, რომ მე, როგორც მინისტრი, როგორც პოლიციელი და მოქალაქე თქვენს გვერდით ვარ. მინდა ღირსეულად ატარებდეთ პოლიციელის მუნდირს და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ემსახურებით საქართველოს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.