leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვახტანგ გომელაური: პოლიციელებო, მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე გაღებული ღვაწლისთვის, გათენებული ღამეებისთვის და იმედისთვის – იცოდეთ, თითოეულ მოქალაქეს აქვს თქვენი იმედი

„პოლიციელებო, მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე გაღებული ღვაწლისთვის, თავდაუზოგავი და თავგანწირული შრომისთვის, კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლისთვის, გათენებული ღამეებისთვის და იმედისთვის, იცოდეთ თითოეულ მოქალაქეს აქვს თქვენი იმედი”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პოლიციის დღე მინდა განსაკუთრებით მივულოცო მათ, ვინც ამ წუთებში ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას, იცავენ ჩვენი ქვეყნის საზღვარს, საზოგადოებრივი წესრიგს, მოქალაქეების უსაფრთხოებას.

მინდა მივულოცო იმ პოლიციელებს, რომლებიც მართლწესრიგის დაცვის მიზნით ამ წუთასდაუღალავად მუშაობენ, მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც მოქალაქეების დასახმარებლად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შესაძლოა ახლაც იბრძვიან. პოლიციის დღე მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც ღირსეულად იდგა პოლიციის რიგებში და ემსახურა საკუთარ ქვეყანას, მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ვეტერან პოლიციელს, ვინც ღირსეულად ატარა პოლიციის მუნდირი, იცავდა ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოებას. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ყველა პოლიციელის ოჯახს, მათ მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს – მნიშვნელოვანია პოლიციელისთვის თქვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ასევე იხილეთ