ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.
საქმე ეხება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ვიტალი გეგუჩია „პოსტივის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან).
„გირჩის“ წევრი ვიტალი გუგუჩია და მისი ოჯახის წევრები „პოსტივ-ის“ გადამღებ ჯგუფს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.