left_sabechdi

ქართველი არბიტრი ზაზა ჯიბლაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იმსაჯებს

მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებამ პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მომუშავე მსაჯთა ოფიციალური სია გამოაქვეყნა.

50 არბიტრს შორისაა უმაღლესი საერთაშორისო კატეგორიის ქართველი არბიტრი ზაზა ჯიბლაძეც.

აღსანიშნავია, რომ ზაზა ჯიბლაძეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე მსაჯობის გამოცდილება აქვს.

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.

ასევე იხილეთ