leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვიქტორ ჯაფარიძე ოპოზიციის წარმოებულ დამუნათების კამპანიაზე: მშობლების პატივისცემით იზრდება მომავალი თაობა და ღმერთმა არ ქნას, რომ ადამიანს გაუქრეს ეს გრძნობა, რომ დედის გინება ვინმემ ვინმეს გაუტაროს

„ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი ვიქტორ ჯაფარიძე ოპოზიციის მიერ წარმოებულ კამპანიას, რომლის სამიზნე ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები არიან ჟურნალისტებთან საუბრისას აფასებს.

როგორც მან განაცხადა, ქართველი ადამიანის ბუნებაა მშობლების პატივისცემა და არავის აპატიებს გინებას.

ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, ის რომ ოჯახი ქართველი ადამიანისთვის მთავარია, აჩვენა ოჯახის სიწმინდის დღემ, როდესაც სრულიად საქართველომ თავისი მისწრაფება ღიად დააფიქსირა.

„მე ზოგადად, ნებისმიერ ზარს ვპასუხობ. მესიჯი მომწერა ვიღაცამ და ფორთოხალი ეხატა. ვერ მივხვდი და გადავურეკე, ვინ ხარ-თქო ვკითხე და არ მიპასუხა – გამოგიგზავნე და აგიხსენიო. ამას მოჰყვა უამრავი მესიჯი ფორთოხლის გამოსახულებით… დღესაც მშობლების პატივისცემით იზრდება მომავალი თაობა და ღმერთმა არ ქნას, რომ ადამიანს გაუქრეს ეს გრძნობა, რომ დედის გინება ვინმემ ვინმეს გაუტაროს.

ღმერთმა დაიფაროს. პირიქით, ეს რომ ასე არ არის დაამტკიცა 17 მაისმა, როცა თითქმის მთელი საქართველო გარეთ იყო და გამოსულებმა დაადასტურეს, რომ ოჯახი არის ადგილი, სადაც ადამიანები პატივს სცემენ დედას, მამას და არავის აპატიებენ მათ შეურაცხყოფას. ამიტომ, ფრთხილად იყავით, ღმერთს მადლობა უთხარით, რომ აქამდე არაფერი დაგემართათ, ბოდიში მოუხადეთ ყველას და გაჩერდით,“ – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ასევე იხილეთ