ანტონიო კონტეს „ნაპოლიში“ გადასვლაზე ოფიციალური განცხადება ორშაბათს გაკეთდება. მთავარია, რომ მოლაპარაკებებში ბოლო დაბრკოლებები გადაილახა, – ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
„ნაპოლიმ“ გადაწყვიტა ახალი სეზონი ანტონიო კონტეს მწვრთნელობით დაიწყოს. მხარეებს შორის ყველა შეთანხმება მიღწეულია. ახლა მხოლოდ ხელშეკრულების ხელმოწერა და ოფიციალური განცხადებაა დარჩენილი, რაც ორშაბათს დაიგეგმა. პრესისთვის ოფიციალური პრეზენტაცია კი სამშაბათს ნეაპოლის თეატრ „სან-კარლოში“ გაიმართება“, – წერს „არეა ნაპოლი“.
„კონტეს ხელშეკრულებას ორშაბათს გააფორმებს და და ოფიციალური განცხადებაც ორშაბათს დილით გაკეთდება“, – წერს Sportitalia-ს ჟურნალისტი მანუელ პარლატო.
„ანტონიო კონტე „ნაპოლიში“ სეზონში 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ეს კეთდება ნეაპოლელების გასახარებლად, რომლებიც ლუჩანო სპალეტისთან მშფოთვარე გამომშვიდობების შემდეგ უკმაყოფილოები იყვნენ. რუდი გარსიას, ვალტერ მაცარისა და ფრანჩესკო კალცონას დანიშვნამ „ნაპოლიში“ სასურველი ეფექტი არ გამოიწვია“,- წერს Sportitalia.