left_sabechdi

ვიქტორ ჯაფარიძე ამერიკაზე: სად ჩადეს ერთი ლარი მაინც, რა აშენდა მათი ინვესტიციით?

პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონალური მდივანი ვიქტორ ჯაფარიძე ამერიკულ ინვესტიებს აფასებს. მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე არაერთი შეთავაზედბა იყო აშშ-ის საელჩოსთან. დეპუტატის განმარტებით, ამერიკული ინვესტიციით ქვეყანაში არაფერი აშენებულა, თუმცა ფინანსდება არასამთავრობო სექტორი, რაც მისი აზრით არ არის სწორი.
ამერიკელებს თუ უნდოდათ ანაკლიის პორტის აშენება, ვინ უშლიდათ? რამდენიმეჯერ იყო შეთავაზება საელჩოსთან, მაგრამ ამერიკელებს ეს არ სჭირდებათ არაფერში. გამაგებინეთ, სად ჩადეს ერთი ლარი მაინც, რა ინვესტიცია გააკეთეს, რომ ხელშესახები იყოს და ვთქვათ, რომ ამერიკული ინვესტიციით აშენდა მაგალითად, ესა თუ ის, ქარხანა? მე ხელშესახები არაფერი ვიცი. ამ გრანტებს და NGO სექტორის დაფინანსებას თუ თვლიან ინვესტიციად, მე ასე არ ვუყურებ, ეს ჩემი აზრია”,– აღნიშნა ჯაფარიძემ.
ასევე იხილეთ