left_sabechdi

თავდაცვის სამინისტრომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

“ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის ღონისძიებები გაიმართა”,- ინფორმაციას თავდაცვის სამინსტრო ავრცელებს.

„არმიჰოლში“ სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლების შვილები დაესწრნენ ღონისძიებას, რომელშიც საბავშვო მუსიკალური კონკურსის – „რანინას“ მომღერლები მონაწილეობდნენ. ბავშვების საზეიმო განწყობაზე იზრუნეს ანიმატორებმაც, რომლებმაც კოსტიუმირებული წარმოდგენა გამართეს.

ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, სამხედროების შვილებს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმაც უმასპინძლა და მათ საბავშვო სპექტაკლები წარუდგინა. თავდაცვის უწყების თანამშრომლების შვილებისთვის ღონისძიებები სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ინიციატივით გაიმართა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ