left_sabechdi

ლევან მაჭარავარიანი: ვგმობთ ძალადობას, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოხდება

“ვგმობთ ძალადობას, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოხდება”,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭარავარიანმა ჟურნალისტებს „ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„პირადად, მე და ჩვენი გუნდი, რა თქმა უნდა, ვგმობთ ძალადობას. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოხდება. სამწუხაროდ, ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ, ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები და რით იყვნენ შეიარაღებულნი. თუმცა, გარწმუნებთ, სამართალდამცველები ამაზე რეაგირებას მოახდენენ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ამასთან, ლევან მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს სხვადასხვა ოფისებთან და საცხოვრებელ სახლებთან დატოვებულ წარწერებზე, რაზეც მან აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლების ხელწერა არ არის.

„შეგახსენებთ, სამწუხაროდ, რუსეთის გარდა, ამას წლების განმავლობაში აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“, ეს რომ მოსაწონი არ იყო, ამიტომ არ არის „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში და ვერასდროს ვერ მობრუნდება. ეს ჩვენი ხელწერა არ არის. ჩვენ მმართველობაში ვართ უკვე 12 წელია. 12 წლის განმავლობაში ჩვენი ხელწერა ეს არასდროს ყოფილა და არასდროს იქნება. რაღაც თემები თუ არის, რომელიც კითხვის ნიშანს ბადებს საზოგადოებაში, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სამართალდამცავი უწყებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით რეაგირებას მოახდენენ“, – აღნიშნა მაჭაავარიანმა.

ასევე იხილეთ