left_sabechdi

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კასპის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა

1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კასპის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.

ბავშვების გართობაზე იზრუნეს კოსტუმირებულმა ზღაპრის გმირებმა, ასევე მათთვის მოწყობილი იყო სპეციალური გასართობი უფასო ატრაქციონები: სასრიალო, ბატუტი, მხიარული მანქანები, მატარებელი და სხვა. სადღესასწაულო კონცერტში, მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელები, კასპის სახელოვნებო სკოლის და კულტურის ცენტრთან არსებული ტანვარჯიშის წრის მოსწავლეები.

გაიმართა სპორტული ღონისძიებები: შეჯიბრი გეზრბენში – 3 000 გრძივ მეტრზე და „ფეინთბოლში“. გამარჯვებულებს დიპლომები, თასები და მედლები გადაეცათ. ღონისძიება კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით
ჩატარდა.

ასევე იხილეთ