კობა კობალაძემ ვეტერანთა შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, განსაკუთრებული მხიარულება სუფევდა, რადგან უწყებას პატარები სტუმრობდნენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ვეტერანთა შვილებსა და შვილიშვილებს უმასპინძლა. მან პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1 ივნისი მიულოცა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და ბედნიერი მომავალი უსურვა.