leaderboard_below_slide
left_sabechdi

რომში, იტალიის პრემიერის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

რომში პრემიერ-მინისტრ, ჯორჯია მელონის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

იტალიის დედაქალაქის ქუჩებში დემონსტრანტები იმ დროს გამოჩნდნენ, როდესაც ქვეყნის მთავრობის მეთაური ევროპარლამენტის არჩევნების წინ, ბოლო მიტინგს მართავდა. მათ ხელში პალესტინის დროშები ეჭირათ.

პოლიციამ ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეებს გზა გადაუკეტა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

აქციის მონაწილეები ახლო აღმოსავლეთში ომის მიმართ ჯორჯია მელონის და მისი მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

იტალიის ხელისუფლების წევრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისრაელს აქვს „ჰამასისგან“ თავდაცვის უფლება. გასულ კვირას, იტალიის მთავრობამ საერთაშორისო სისხლი სამართლის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას მიუღებელი უწოდა, რომლითაც კარიმ ხანმა ისრაელის პრემიერის და თავდაცვის მინისტრის დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა.

ასევე იხილეთ