საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ გენერალურმა დირექტორმა გვიდო ფიენგამ განაცხადა, რომ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო დარჩება კლუბში 2024-25 წლების სეზონში. ამის შესახებ დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.
პორტუგალიელი ფეხბურთელი „ალ-ნასრში“ 2023 წლის იანვრიდან თამაშობს. კრიშტიანოს კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
დასრულებულ სეზონში რონალდომ „ალ-ნასრში“ 45 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 44 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.