left_sabechdi

თამარ გაბუნია: ჩვენთვის უზენაესია პაციენტის ინტერესი – სახელმწიფო არ დაუშვებს სერვისების უწყვეტობის რისკის შექმნას, ეს გამორიცხულია

„ჩვენთვის უზენაესი არის პაციენტის ინტერესი. ის ორგანიზაცია, რომელიც აქამდე თავის თავს თვლის ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციად, პირველ რიგში უნდა იცავდეს იმ პრინციპს, რაც არის პაციენტის ინტერესისა და უფლების დაცვა. სახელმწიფო არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს სერვისების უწყვეტობის რისკის შექმნას, ეს გამორიცხულია”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჯანდაცვაში არის სერვისების ნაწილი, რომელიც აუცილებლად დასაცავი ნაწილია და რასაც სახელმწიფო აფინანსებს. როდესაც ვსაუბრობთ უცხოური ინვესტიციისა და დონორის დახმარებაზე, სერვისების მიწოდების, რომ ბავშვმა სამედიცინო დახმარება მიიღოს, აქ უცხოური ინვესტიცია როლს არ ასრულებს. უცხოური ინვესტიციის როლი არის ახალი სტანდარტის დანერგვაში, განათლების ნაწილში, როდესაც ბავშვები იშვიათი დაავადებებით იგებენ საინფორმაციო ხასიათის ბროშურას ან საგანმანათლებლო კამპანია ფინანსდება დონორის დახმარებით. ეს ყველაფერი არის უაღრესად პოზიტიური ზეგავლენის მატარებელი ინიციატივები და ჯანდაცვის სამინისტრო ამას ყოველთვის მხარს უჭერდა და მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი შენარჩუნდეს.

2017 წლიდან დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ სახელმწიფოს თავის თავზე გადმოებარებინა დონორების მიერ დაფინანსებული სერვისების მიწოდების უდიდესი ნაწილი. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც დღეს ჩვენთან თანამშრომლობს ამ ნაწილში, რეალურად მუშაობს სახელმწიფო კონტრაქტების ფარგლებში და ასევე აქვთ გარკვეული დონორული დახმარება,. რაც არის უდიდესი პოზიტიური ზეგავლენის მატარებელი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ასევე იხილეთ