არჩილ თალაკვაძე: ნამდვილად არის დრო, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ და ინტენსიურ დონეზე გადავიდეს
„უკვე ნამდვილად არის დრო, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ და ინტენსიურ დონეზე გადავიდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და უკვე ნამდვილად არის დრო, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ და ინტენსიურ დონეზე გადავიდეს, იქნება ეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობა, პირდაპირი ფრენები თუ მაღალი დონის პოლიტიკური თანამშრომლობა. ეს, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ სტრატეგიულ დონეზე გადავიდეს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთსა და ამერიკასთან კავშირების კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან სამომავლო ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით.